გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტია „დროას“ წევრი მარიკა მიქიაშვილი: „ქართული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსით ავტორიტარიზმს გაამყარებს

4-04-2023

პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველო, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

 

ელენე ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთვევაში, ფორმულირება უნდა იყოს შემდეგი - სტატუსი ენიჭება ხალხს და არა ხელისუფლებას.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მიქიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიტარულ მმართველობას სტატუსის დახმარებით გაიმყარებს.

 

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა შეიცავდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას მსგავს ფორმულირებას, რომ ხალხს ენიჭება სტატუსი და მთავრობას მეტის გაკეთება სჭირდება. და/ან სტატუსი უნდა იყოს განპირობებული მომავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმს სტატუსით გაამყარებს“ - წერს „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, ტვიტერზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930