4-04-2023
„ოპოზიციას ნამდვილად არ სურს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის,“- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, სწორედ რუსული მეთოდებით ებრძვიან საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ეს არის ნამდვილად ზურგში დანის ჩარტყმა შენი ერისთვის მაშინ, როდესაც იცი, რომ ეს არასწორია რასაც აკეთებ, მაგრამ აკეთებ. საბჭოთა კავშირი იდგა პროპაგანდაზე და ძალიან მაგონებს საბჭოთა და სწორედ რუსულ მეთოდებს ის მეთოდები, რასაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს. არსებობდა ჟურნალი „ნიანგი“ და ამ მეთოდებით ებრძვიან საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში“- განაცხადა მაია ბითაძემ.
16-11-2024
16-11-2024