4-04-2023
ექსპერტი, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, დიმიტარ ბოგოვის მიერ BMGTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შეაფასა: საქართველოს მზარდი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე ელემენტარული ფაქტებით არ დასტურდება; საქართველოს ექსპორტის უმსხვილესი წილი მოდის ევროკავშირის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე; დღეს რუსეთის „აი-ტი“ სექტორია უკვე დამოკიდებული საქართველოზე, სადაც საკუთარი ბიზნესი გადმოაქვთ და ეს არის ძალიან კარგი საქართველოსთვის; მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად უფრო დამოკიდებულები ხდებიან საქართველოზე – მისი უსაფრთხოებისთვის დადებით მოვლენას წარმოადგენენ; რუსეთიდან მიგრაციული ნაკადების მიმართ საქართველო ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.
მან ის ადამიანები მიიღო, ვინც თავშესაფარს ეძებდნენ, ისინი აქ ბიზნესებს ხსნიან, იცავენ საქართველოს წესებსა და რეგულაციებს, ბიზნესს აწარმოებენ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად; რუსეთიდან ფულადი ნაკადების შემოდინება დადებითი გავლენის მქონე იყო; რუსების დიდი ნაწილი მობილიზაციას გამოექცა და თავშესაფარი აქ, საქართველოში მიიღეს. ამ გადმოსახედიდანაც საქართველო სწორად მოიქცა; თუ რუსეთთან ყველანაირი ეკონომიკური კავშირი გაწყდება, ეს საქართველოს მოქალაქეს დააზიანებს; ლოგიკურია, რომ ქვეყანა გადაწყვეტილებების მიღებისას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების ფინანსური, ეკონომიკური ინტერესებიდან ამოვიდეს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024