გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს

5-04-2023

ევროკავშირის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ ისინი სტატუსის მონიჭებისკენ მიდიან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოსთან დაშვებულ შეცდომებს ევროკავშირი აღარ გაიმეორებს და ღირსეულად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს საკუთარ მიღწევად წარმოაჩინოს.

 

,,რაც შეეხება ქართული ოპოზიციის მცდელობას, რომ სტატუსის მონიჭება საკუთარ გამარჯვებად მონათლოს, ტყუილი მცდელობაა, რადგან ხალხი ხედავს ყველაფერს. დღეს თავად მათი რიგებიდან ისმის ისეთი განცხადებები, რასაც ჩვენ ვამბობდით - მათ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში და ამას ითხოვდნენ ევროპაშიც.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება და "ხალხის ძალა" იყო მარტო საზოგადოებასთან ერთად ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი იყო ქართველი ხალხისთვის გვეთქვა სიმართლე არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტატუსის მონიჭებას ერთგვარ იარაღად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს. ოპოზიციის მცდელობა, მუდამ დენთის სუნი იდგეს ევროპისკენ სავალ გზაზე, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სტატუსის თემა მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი იარაღია, თუმცა, წარუმატებლად“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930