გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო

5-04-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.


პრემიერი თანაგრძნობას უცხადებს ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო.


ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით.


მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.


ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი.
თანაგრძნობას ვუცხადებ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31