გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს: ქართველებს მართლა შეგვიძლია, ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვზარდოთ, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე

5-04-2023

ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა - ამის შესახებ განცხადებას კახაბერ ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

 

"დიახ, 2022 წელს მართლაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, რომელიც მოგვცა ოკუპანტი ქვეყნიდან გამოქცეული რუსი მოქალაქეების მიერ ფულის შემოტანამ საქართველოში. ეს ნაკადი უკვე სრულდება, შესაბამისად, სრულდება ეფექტიც. ამიტომაც პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს საქართველოს მშპ-ს 4,5-%იან ზრდას და ამიტომაც მიგვითითებს, რომ „ქვეყანამ ეკონომიკის განვითარების უფრო მდგრადი გზები უნდა ეძებოს“, რაც, რატომღაც ბატონმა ცინცაძემ არ ახსენა.    

 

გვესმის, რომ მას დაავალეს, უპასუხოს ბატონ ოქრიაშვილს, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა - თუმცა, მოგიწევთ ატანა! ბოლო 10 წელია, ჩვენი ეკონომიკა არასაკმარისად იზრდება და ინფლაციის გათვალისწინებით, სურათი კატასტროფულია.

 

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ესტონეთში - 27 943 $-ს, ლიეტუვაში - 23,723 $-ს,  ლატვიაში - 21,148 $-ს, საქართველოში - 5,023 $-ს, მაშინ, როცა 1990-იან წლებში ჩვენი მშპ დაახლოებით ერთნაირი იყო. ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, მათი ათწლიანი მმართველობის შედეგად, დღეს ესტონეთსა და ლატვიაში ხალხი 5-ჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში.

 

სწორედ ბოლო 10 წლის ეკონომიკური შედეგების გამო „ოცნების“ ხელისუფლება ხალხის მიერ იქნება გადარჩეული და საქართველოს ეყოლება ზუსტად ისეთი პროგრესული ხელისუფლება, როგორიც ესტონეთს ჰყავს. დიახაც, ქართველებსაც შეგვიძლია, ეკონომიკა ვზარდოთ ორნიშნა რიცხვებით, ოღონდ არა ერთჯერადად და არა გამოქცეული რუსების ხარჯზე!" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930