გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებაზე: ეს დოკუმენტი ისტორიას დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი და შავი ლაქა!

5-04-2023

მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

შაქარიშვილის შეფასებით, ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

 

“სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს დილით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიკურ კორუფციაში ღიად დაადანაშაულა.

 

მან ასევე შეაფასა, ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისივე ქვეყნის დღევანდელ ადმინისტრაციაზე განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკას ჯოჯოხეთში მიაქანებს. ჩვენ რაღა დავამატოთ…?! შეგვიძლია უბრალოდ ამ დამღუპველი პოლიტიკის ნათელი გამოხატულება დავინახოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. ეს დოკუმენტი ისტორიას დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი და როგორც შავი ლაქა! იქ ერთი წინადადებაა მთავარი - “ ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.” შეგვიძლია, სიტყვა - მოსამართლე ნებისმიერი სხვა პროფესიით ჩავანაცვლოთ - პოლიციელი, ჯარისკაცი, დეპუტატი, რიგითი საჯარო მოხელე და ა.შ. ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. გადაუდგნენ ხელისუფლებას, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროვოცირება, დადგნენ “ისტორიის სწორ მხარეს” და ასეთ შემთხვევაში, სახ.დეპი გულმოწყალებას გამოიჩენს მათ მიმართ! Save America!”- წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30