გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!

5-04-2023

როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის? - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს.

 

„როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს "გადარჩენისთვის იბრძვიან"?! - ვინმეს სჯერა ამ სისულელის? ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე "სანდო წყაროებზე" დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!

 

ასევე სამარცხვინოა, როცა "მეგობრის" ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31