გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე მოსამათლეების დასანქცირებაზე: გრძელვადიანი თვალსაზრისით, რეპუტაციაშელახული სასამართლო, რომელსაც არ შეუძლია აღასრულოს სახელმწიფო სუვერენიტეტის უმთავრესი გამოხატულება -სამართალი, წინაპირობაა სახელმწიფო სუვერენიტეტის მორღვევისა

6-04-2023

რატომ გადაწყვიტა ამერიკის სახ-დეპარტამენტმა მოსამართლეთა დასანქცირება, უდანაშაულობის პრეზუმციაზე გადარბენის ხარჯზე?(მინიმუმ, ფაქტების დასაბუთების გარეშე, კორუფციაში დაადანაშაულო უცხო ქვეყნის მოსამართლე, პარადოქსია) მანიპულაციებით მართვის, უკიდურესი და კლასიკური განმარტებაა, "გათიშე და იბატონე" - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქართული სასამართლო ხელისუფლება ვერ მოხვდა არასამთავრობო სექტორის კონტროლის ქვეშ, შემუშავდა სასამართლო ხელისუფლების სრული დისკრედიტაციის გეგმა. მისივე თქმით, ამ გეგმას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივები: მოკლევადიანი პერპექტივით 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა მიზანი, რაც სახელმწიფოს გამოაცლის ლეგიტიმაციას აღასრულოს სამართალი.

 

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ქადაგიძლის თქმით, ამ შემთხვევაში, გეგმის მიხედვით, დემონიზებული და რეპუტაციაშელახული ქართული სასამართლო ვერ შეძლებს სახელმწიფო სუვერენიტეტის უმთავრესი გამოხატულების -სამართალის აღსრულებას, რაც ქვეყნის მორღვევის წინაპირობაა.

 

„არსებობს ოფიციალური განცხადებები და ამ ფრაზებს მიღმა, რეალური განზრახვები. თუ ანალიზის დროს, მარტივ ლოგიკას მოვუხმობთ ,რეალური პოლიტიკური მიზნის დანახვაც შეგვეძლება. რატომ გადაწყვიტა ამერიკის სახ-დეპარტამენტმა მოსამართლეთა დასანქცირება, უდანაშაულობის პრეზუმციაზე გადარბენის ხარჯზე?(მინიმუმ, ფაქტების დასაბუთების გარეშე, კორუფციაში დაადანაშაულო უცხო ქვეყნის მოსამართლე, პარადოქსია) მანიპულაციებით მართვის, უკიდურესი და კლასიკური განმარტებაა, "გათიშე და იბატონე". მას შემდეგ,რაც საქართველო არ დაადგა სასამართლო ხელისუფლების უკრაინიზაციულ გზას,(დღეს უკრაინაში, სასამართლო ხელისუფლება, სრულად კონტროლდება არასამთავრობო სექტორის მიერ, რომელიც თავისთავად სოროსის ფონდისა და ამერიკის საელჩოს კოორდინაციით ხელმძღვანელობს. ამაზე ვრცელი სტატიაც მაქვს გამოქვეყნებული)შემუშავდა ახალი სტრატეგია,რათა სრულად მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დემონიზება და დისკრედიტაცია.

 

რა სარგებელს მოიტანს დისკრედიტაცია გრძელ და მოკლევადიან პერპექტივაში?

 

1) გრძელვადიანი თვალსაზრისით, დემონიზებული, რეპუტაციაშელახული ქართული სასამართლო,რომელსაც არ შეუძლია აღასრულოს სახელმწიფო სუვერენიტეტის უმთავრესი გამოხატულება-სამართალი, გახდება "საჯილდაო ქვა" მავანთა ხელში, პირველი წინაპირობაა სახელმწიფო სუვერენიტეტის მორღვევისა და "გათიშვის" საშუალებით მართვის გარდაუვალობის.

 

2)მოკლევადიანი პერპექტივით კი, მარტის აქციების ერთერთი დამნაშავე გმირის, ვინმე ლაზარეს საქმეში, უნდა იქცეს "ტრიგერად",რაც თავისსთავად ლეგიტიმაციას გამოაცლის სახელმწიფოს, აღასრულოს სამართალი და პედალირება მისცეს რადიკალური პროცესების გაშლას. სახ-დეპარტამენტის სანქციებს, ოპერატიულად მოჰყვა, სენატორ რიშის განცხადება და მოწონება, ქართველ მოსამართლეთა დასჯაზე. ამით, ამერიკულმა მხარემ მოახდინა ფაქტის მასშტაბურობისა და ლეგიტიმურობის დემონსტრირება,რასაც ჩვენი რადიკალური ძალები გამოიყენებენ, მომდევნო დღეებში, საპროტესტო მუხტის ასაწევად.

 

საქართველოში 2012 წლის შემდეგ, გლობალური პოლიტ-კონიუქტურის შემოქმედები, ვეღარ აკონტროლებენ აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებას. 2022 წლის გაზაფხულიდან მცდელობა ჰქონდათ(სოროსის ფონდისა და აშშ-ს საელჩოს კოორდინაციით, არასამთავრობო სექტორის საშუალებით.) უკრაინული სასამართლო რეფორმის ანალოგიურად, ხელში ჩაეგდოთ ქართული სასამართლო ხელისუფლება,რაც არ გამოუვიდათ და ახლა ხედავენ შანსს, სიტუაცია გამოიყენონ. ერთადერთი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ მიზნებთან, საზოგადოების განწყობა და ქართველი ხალხის ნებაა.

 

ჰო და ახლა ვხედავთ: ნების, აზრისა და შეხედულებების ფორმირების მცდელობას,თუმცა ერთი განსაკუთრებული ავიწყდებათ მავანთ: -ყველაფერზე შეიძლება დახუჭოს თვალი ქართველმა ხალხმა,მაგრამ სუვერენიტეტს, ნებით არ დათმობს! იმედია ომს არ გამოგვიცხადებენ... აბა სხვა რაღა დარჩენიათ?!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930