გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე: ქალაბტონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე იძახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა - ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეებში

6-04-2023

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი [მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება] არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითიდან გამოწოვილია და შესაბამისად, ვერ წამოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხელიუფლების ხელში ჩაგდებაა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მურუსიძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში ჯერ არასამთავრობო სექტორი ჩაერთო, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. სასამართლო კლანზე მიიზანმიმართულად წერდნენ.

 

თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვერ იქნა აღნიშნული მიზანი მიღწეული, აშშ-მ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

 

მურუსიძემ ასევე გაიხსენა კელი დეგნანის მიერ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასების შემთხვევები.

 

„ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზია სასამართლო ხელიუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობებიც იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორიო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. „სასამართლო კლანზე“ და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ, აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი: საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რატომ უნდა გაეკონტროლებინათ სასამართლო სისტემა, გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს: იცით, რომ ჯერ ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უკანონოა და არ არის დასაბუთებული - ჯერ ერთი, ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი: რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მოსმართლე იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც ელჩისთვის მისაღებია და შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ.“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

 

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის საელჩოში დაბარება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შტატებში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნა.

 

„კიდევ მინდა მოგიყვანოთ ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაყწვტილება. მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმოამდგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით: ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები არ დავასახელებ კონრეკტულ მოსამართლეს, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აბულინგებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ და მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს. მასზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, თუ როგორ გაბედა და შეუერთდა ლაშა ჩხიკვაძის პოზიციას, რომელიც აღარ მიდიოდა ამერიკაში - ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაა აისბერგის წვერი“ - განაცხადა მურუსიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930