6-04-2023
აკერმანის შემცვლელი საქართველოში არ შემოუშვეს? ეს ფაქტი და მოსამართლეთა დასანქცირება, კავშირშია თუ არა, ალბათ გაირკვევა... თუმცა, მთავარი ამ შემთხვევაში, სხვა რამაა - ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსს, ჰქონდა თუ არა შეხვედრები ილიაუნის ლექტორებთან, „ფრანკლინის კლუბთან“ და სხვა პოლიტიკურ ექსტრემისტებთან, 7-8 მარტის პროვოკაციის კონტექსტში და რა როლს ასრულებს ეს ბატონი, პოლიტიკური პოლარიზაციისა და სპეკულაციების მცდელობების მხრივ? – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თუ ქომინსს დაუდასტურდა პირდაპირი კავშირი საქართველოს შიდა-პოლიტიკურ ჩართულობასა და საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის მცდელობებში, მას საზღვრიდან გაბრუნება არ უნდა აკმარონ და საქართველომ პერსონა ნონ გრატადაც უნდა გამოაცხადოს.
„აკერმანის შემცვლელი საქართველოში არ შემოუშვეს? ეს ფაქტი და მოსამართლეთა დასანქცირება, კავშირშია თუ არა, ალბათ გაირკვევა... თუმცა, მთავარი ამ შემთხვევაში, სხვა რამაა - ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსს, ჰქონდა თუ არა შეხვედრები ილიაუნის ლექტორებთან, „ფრანკლინის კლუბთან“ და სხვა პოლიტიკურ ექსტრემისტებთან, 7-8 მარტის პროვოკაციის კონტექსტში და რა როლს ასრულებს ეს ბატონი, პოლიტიკური პოლარიზაციისა და სპეკულაციების მცდელობების მხრივ? თუ მას დაუდასტურდება პირდაპირი კავშირი საქართველოს შიდა-პოლიტიკურ ჩართულობასა და საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის მცდელობებში, მას საზღვრიდან გაბრუნება არ უნდა აკმარო და საქართველომ პერსონა ნონ გრატადაც უნდა გამოაცხადოს!“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024