გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ქომინსის ქვეყანაში არ შემოშვებაზე: ატრენინგებდა აქაურ აგენტებს, ქვეყნის მტრებს, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ესროლათ მოლოტოვის კოქტეილები და დაეწვათ პოლიციის მანქანები

6-04-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკის მოქალაქის მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემომშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აკერმანის შემცვლელი, აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას.

 

 როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს.

 

„ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი ქვეყანაში არ შემოუშვეს. რატომ, რისთვის ამას სამართალდამცველი ორგანოები გაარკვევენ. რაც დღეისთვის ცნობილია აკერმანის შემცვლელი აქაურ მე-5 კოლონას სტუმრობდა და 5 მარტის აქციის ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას ანუ ატრენინგებდა აქაურ აგენტებს და ქვეყნის მტრებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ესროლათ მოლოტოვის კოქტეილები და დაეწვათ პოლიციის მანქანები, ალბათ შეჭრილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და დაემხოთ ხელისუფლება.

 

რაღაც უცნაურად დაემთხვა მისი მეორედ ჩამოსვლა მოსამართლეების დასანქცირებას. უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს. დიახ, არ შემოუშვეს, ვინაიდან გამართულად მუშაობს ჩვენი უშიშროების სისტემა და გაშიფრეს ბატონი ქომინსი. ასე იქნება მუდამ, საქართველოს მტრების ადგილი აქ არ არის“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30