გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია - ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

6-04-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფარმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია, ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე - საქართველო სახელმწიფოა თუ არა?

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა. იგივე ზომები უნდა მიეღო სახელმწიფოს აკერმანის შემთხვევაშიც, რადგან ყოველი პირი, რომლის უკან ქართული სახელმწიფოსადმი ანტისახელმწიფოებრივი მიზანია, ამ წესს უნდა დაექვემდებაროს და წარსულშიც უნდა დაქვემდებარებოდა.

 

ჩვენ დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა ქვეყნის შიგნითაც გვეყოფა, დამატებით ამერიკიდან მოწვეულ „მშვიდობის მტრედებზე“ (ტრენერებზე) რომ არ იხარჯებოდეს თანხა. ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია - ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე - საქართველო სახელმწიფოა თუ არა?“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930