გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

7-04-2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 596,61 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 62 644,04 ლარი შეადგინა.


კანონდამრღვევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ თურქეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 14 408.46 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930