7-04-2023
აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რათა განავითაროს ე.წ მწვანე კორიდორი. პრემიერის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია.
„მოგესალმებით პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ილჰამ ალიევ! ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს, ჩემნი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ადგილას. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობდით, არამედ რეგიონებსაც ვსტუმრობთ. ეს ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, კარგი ტრადიციაა და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღეს ამ რეგიონში სტუმრობით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრობას, ძმობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა ტქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024