გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე თავის ანტირეკორდს ხსნის - 9 აპრილს აქცია სპეციალურად დაამთხვიეს, უნდოდათ, საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინათ, მაგრამ ამჯერადაც მწარედ დამარცხდნენ

9-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება.


„რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე თავის ანტირეკორდს ხსნის. 9 აპრილს აქცია სპეციალურად დაამთხვიეს. უნდოდათ, საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინათ, მაგრამ ამჯერადაც მწარედ დამარცხდნენ. ხალხი ბრძენია და ყველამ კარგად იცის რადიკალური ოპოზიციის გეგმები, რომ მათ არ უნდათ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს.


ხალხის არმოსვლით გამოწვეულ სიცარიელეს დროშებით ავსებენ, მაგრამ ამას არავინ „ჭამს“... რეალურზე მეტად გამოსაჩენად, ნიკა მელიასა და გიგი უგულავასაც დაჰყავდა ხალხი სანაპიროზე, მაგრამ მაინც ვერ იბევრეს...“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30