გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"მთავარი არხის" ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილზე: მადამ შე**ანი არა მხოლოდ საუბრობს, არამედ ლაყბობს კიდეც

10-04-2023

საუბართან ერთად, ლაყბობს კიდეც. ლაყაფთან ერთად - მავნებლობს, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.


როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ის არ თვლის, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საუბრობს - 12 პუნქტის შესრულებაში თავის როლს ხედავს და თუ დაინახა რომელიმე ბერკეტის გამოყენების აუცილებლობა, ის ამას გამოიყენებს.


გოგოტიშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს და ამასთანავე, მავნებლობს კიდეც.

 „არც მე ვთვლი, რომ მადამ შეტყანი მხოლოდ საუბრობს. საუბართან ერთად, ლაყბობს კიდეც. ლაყაფთან ერთად - მავნებლობს“ - წერს გოგოტიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031