გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11-04-2023

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭანტურიამ მოაწერეს.


თანამშრომლობის ფარგლებში, უწყებები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრო გრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას დედაქალაქსა და რეგიონში არსებული სერვის -ცენტრების დახმარებით. ასევე, როგორც მხარეებმა აღნიშნეს აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლების ინფორმირება ზემოხსენებული პროგრამის თაობაზე, რათა დაინტერესების შემთხვევაში, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კონსულტანტებმა პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს მიკრო გრანტების პროგრამის შესახებ.


მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები აქტიურად ჩაერთვებიან მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930