გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ: უკეთესია ინტერვიუ მისცე შენს კუთვნილ მედიას, რომელსაც რასაც გინდა იმას ათქმევინებ, ვიდრე BBC-ს, რა იცი რას გკითხავენ

12-04-2023

„ე.წ. „ქოლ ცენტრების“ არალეგალური ბიზნესის ფლობის შესახებ ინტერვიუში კეზერაშვილმა ბრალდებები უარყო და მას „აბსურდი“ უწოდა. ამის საპირისპიროა BBC-ს გამოძიება, რომელმაც გადახედა პანამის დოკუმენტები და ნახა, რომ კეზერაშვილი მშობელ კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა.

 

„საკმაოდ საინტერესოა დავით კეზერაშვილის იმ ინტერვიუს, რომელიც 2 აპრილს საკუთარ ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს მისცა შედარება BBC-ს სკანდალური გამოძიებასთან, რომელიც მანამდე შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა გამოიძიეს. ე.წ. „ქოლ ცენტრების“ არალეგალური ბიზნესის ფლობის შესახებ ინტერვიუში კეზერაშვილმა ბრალდებები უარყო და მას „აბსურდი“ უწოდა.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, იგი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მიმართულებით საქმიანობს, თუმცა კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგანაც მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები „ცდილობენ პრობლემების შექმნას“.

 

ამის საპირისპიროა BBC-ს გამოძიება, რომელმაც გადახედა პანამის დოკუმენტები და ნახა, რომ კეზერაშვილი მშობელ კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი. „როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.

 

კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად“. BBC-მ შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. BBC-მ იპოვა კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ინტერვიუ სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. რა თქმა უნდა უკეთესია ინტერვიუ მისცე შენს კუთვნილ მედიას, რომელსაც რასაც გინდა იმას ათქმევინებ, ვიდრე BBC-ს. რა იცი რას გკითხავენ“- წერს გია გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930