გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟზე: მდიდარი ენჯეოები და ნაცეტელევიზიები ხომ არ დაწერდნენ, აგენტობისთვის გამოყოფილ თანხებთან ერთად, ევროპელების გაძარცვით მიღებული ფულით ვფინანსდებითო

12-04-2023

ბიბისის” გამოძიებით ქოლცენტრების მეშვეობით დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ხოდა, მდიდარი ენჯეოები და ნაცების ტელევიზიები ხომ არ დაწერდნენ, აგენტობისათვის გამოყოფილ სხვა თანხებთან ერთად, ევროპელების გაძარცვით მიღებული ფულით ვფინანსდებითო… ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე წერს.

 

მისი თქმით, აგენტების კანონში ეწერა, რომ ენჯეოებს და ტელევიზიებს გარედან დაფინანსების შემთხვევაში უნდა დაეწერათ, საიდან იღებდნენ ამ ფულს.

 

აქვე ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ კეზერაშვილმა თავად აღიარა მათი დაფინანსება.

 

„საუკუნის აფიორა - ,,რუსული კანონი” ბოლომდე გაიშიფრა. აგენტების კანონში ეწერა, რომ ენჯეოებს და ტელევიზიებს გარედან დაფინანსების შემთხვევაში უნდა დაეწერათ, საიდან იღებდნენ ამ ფულს. კეზერაშვილმა თავად აღიარა მათი დაფინანსება. ,,ბიბისის” გამოძიებით ქოლცენტრების მეშვეობით ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ხოდა, მდიდარი ენჯეოები და ნაცების ტელევიზიები ხომ არ დაწერდნენ, აგენტობისათვის გამოყოფილ სხვა თანხებთან ერთად, ევროპელების გაძარცვით მიღებული ფულით ვფინანსდებითო…

 

ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს”. ვინმეს კითხვები ხომ არ დარჩა რა აკადრეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს?! ქართული ჯარისგან და ევროპელებისგან მოპარული ფული დააცვევინეს პატრიოტულ ემოციებზე მანიპულაციით!..“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930