12-04-2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი, ევროპელი პენსიონრების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორია. მისივე თქმით, საქართველოში, ამ ფულით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, რაზეც თავისი პოზიცია საქართველოს მთავარმა პარტნიორმა, აშშ-მაც უნდა დააფიქსიროს.
„მე ახლა მივმართავ კელი დეგნანს: დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი, თქვენი - ამერიკელების, პარტნიორები არიან ბრიტანელები და დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი. ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში, როგორც თვითონ თქვა, მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს თურმე. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში? მე ველოდები თქვენგან ობიექტურ რეაგირებას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ „ბიბისიმ“ საგამოძიებო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემაა გაშიფრული, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
16-11-2024
16-11-2024