გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი ევროპელი პენსიონერების და ქართველი საზოგადოების წინაშე?“ - გოგა ხაინდრავა

12-04-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.


გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

„ელჩო დეგნან, არ ფიქრობთ რომ სულ ცოტა ბოდიში გაქვთ მოსახდელი 🇪🇺პენსიონერების და 🇬🇪 საზოგადოების წინაშე იმ სამარცხვინო ლობირების გამო, რომელსაც ღიად უწევდით თაღლით კეზერაშვილს მის მიერ დაფინანსებული ტელებუნაგების ეთერებიდან! არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს! God Blees America!“, - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31