გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში თეა როზმან ქენდლერს შეხვდა

12-04-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში თეა როზმან ქენდლერს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აშშ - ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.


შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები.


დადებითად შეფასდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბალანსი და ასევე აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ზრდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ - ს მე-3, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია.


საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით და მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ.


შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031