გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნეს ასოციაციის წევრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებს გაეცნენ

12-04-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ასოციაციის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას გაეცნენ.


შეხვედრის ფარგლებში მოეწყო დისკუსია   ტურიზმის სექტორში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ასოციაციის წევრები ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიებს,  საქმიანი ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, საინფორმაციო ტურებს,  შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მიმდინარე აქტივობებსა  და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის  ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს გაეცნენ.


შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და მოადგილე მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31