გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ჩემი ინფორმაციით, BBC - ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, ნინო ჟიჟილაშვილმა მიიღო

13-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მოზმადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითურ ქსელს მართავს.


მეგრელიშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რეპორტაჟის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, ნინო ჟიჟილაშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.


„ჩემი ინფორმაციით, BBC - ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, რომელშიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემაა გაშიფრული, ტვ ფორმულას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილმა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31