გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

14-04-2023

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.


აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31