გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს უნდა - „ქართულ ოცნებას“ ოპონირება გაუწიოს, მხოლოდ რადიკალიზმზეა ორიენტირებული და ამიტომ, ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს

19-04-2023

ოპოზიციის ნაწილს ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს - ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოების ნაწილის დაკვეთას ვერ ასრულებს და სწორედ ამიტომ, თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს.

 

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, დიახ, ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად არის: აღარც ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ, აღარც სასამართლო არის მიტაცებული (დამოუკიდებელია და ეს სხვადასხვა კვლევით დასტურდება) და ა.შ. ოპოზიციის ნაწილს კი ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს - ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია.

 

ფაქტია, რომ ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს, საზოგადოებას უნდა - „ქართულ ოცნებას“ ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების ან შემუშავებისას ოპონირება გაუწიოს. ქართული ოპოზიცია ფუნქციონირებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი რადიკალიზმი შემოიტანოს ქართულ სახელმწიფოში, რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს, რაც შეიძლება მეტად დახლიჩოს საზოგადოება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930