გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ "ევროპაბეთის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

9-01-2018


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული .. და 1995 წელს დაბადებული .. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის - „ევროპაბეთისშენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა .. და .. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - .. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ- 179- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930