გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ინტერვიუ კონდოლიზა რაისთან: 2008 წელს ქართული არმია ყაზარმებში უნდა დარჩენილიყო; მახსოვს სააკაშვილს ვუთხარი, რუსები შემოჭრას ცდილობენ, მაგრამ პროვოკაციებს პასუხს ნუ გასცემთ, თორემ ვერცერთ სიტუაციაში ვერავინ დაგიცავთ-თქო

9-08-2018

უკრაინული გამოცემის Громадское-ს კორესპონდენტმა ნატალია გუმენიუკმა კითხვა დაუსვა კონდოლიზა რაისს, აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტტან არსებული გუვერის ინსტიტუტის თანამშრომელს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნად მუშაობდა. კონდოლიზა რაისი ცნობილია იმით, რომ იგი უკიდურესად ფრთხილად არჩევს სიტყვებს, არაფორმალური საუბრის დროსაც კი. უკრაინელ ჟურნალისტს მასთან შეხვედრისას აინტერესებდა, თუ რამდენად სამართლიანი და სწორი იყო აშშ-ის მოქმედება საქართველო-რუსეთის ომის დროს.


- ათი წლის წინ თქვენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყავით. რას იტყოდით დღეს - შეეძლო თუ არა შეერთებულ შტატებს მაშინ სხვაგვარად ემოქმედა? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, კერძოდ, სამხედრო სფეროში. რას იტყოდით იმდროინდელ მოვლენებზე დღევანდელი კონტექსტით, როცა რუსეთმა უკრაინასთან მიმართებით „წითელი ხაზი“ გადაკვეთა - ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გაჩაღებით?


- კარგად მახსოვს 2008 წლის ივლისი, როცა თბილისში ვიზიტით ჩავედით. ჩვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრეთ: რუსები თქვენს ქვეყანაში შემოჭრას ცდილობენ, მაგრამ [მათ პროვოკაციებს] პასუხს ნუ გასცემთ, ეს არ გააკეთოთ, თორემ ვერცერთ სიტუაციაში ვერავინ დაგიცავთ“. სამწუხაროდ, მაშინ რუსი მშვიდობისმყოფლების მიმართ სროლები დაიწყო, რაც რუსეთმა თავის გამართლებისთვის გამოიყენა.


მე ქართველებს არ ვადანაშაულებ იმაში, რაც მოხდა, მაგრამ ისინი ყაზარმებში უნდა დარჩენილიყვნენ. შეერთებულ შტატებს არ შეეძლო მომხდარი ფაქტის თავიდან აცილება, მაგრამ როცა ეს ყველაფერი მოხდა, ვაშინგტონი იმდენად სწრაფად იმოქმედა, რამდენადაც მოახერხა, მათ შორისაა საქართველოსათვის დახმარების გაწევაც ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. მე სერგეი ლავროვსაც ველაპარაკე ტელეფონით, რომელმაც მითხრა: „გეტყვი ომის შეწყვეტის პირობებს: პირველი - ქართველები ყაზარმებში უნდა დაბრუნდნენ“. ვუპასუხე: „კეთილი“. მან გააგრძელა: „მეორე პირობა - ქართველებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. მე ვთქვი: „ესეც გასაგებია“. შემდეგ ლავროვმა განაცხადა: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ამას მხოლოდ შენთან ვამბობ და ჩვენს შორის დარჩეს“. მე ვუთხარი: „სერგეი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეუძლიათ ისაუბრონ დემოკრატიულად არჩეული ქვეყნის ლიდერის დამხობაზე. ამიტომაც დღეს, სადილის შემდეგ, ჩვენი ელჩი გაეროში ამ ინფორმაციას უშიშროების საბჭოს გააგებინებ, განაცხადებს ყველას წინაშე და იტყვის, რომ მოსკოვის პირობა ომის დამთავრებისათვის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომაა-მეთქი“. სერგეი ლავროვმა მითხრა, რომ „შენ ამას არ გააკეთებო“. „გავაკეთებ და მე თვითონ დავურეკავ ყველას - ბრიტანელებს, ფრანგებს, პოლონელებს, ჩეხებს და ყველას სიმართლეს გავაგებინებ. მართლაც ასე მოვიქეცი“.


არ ვიცი, ჩემმა მოქმედებამ როგორ იმუშავა, მაგრამ მე ჩემი ნაბიჯით კმაყოფილი ვიყავი. მოგვიანებით, ფრანგი დიპლომატები თბილისში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებით დაშორიშორების ზონა განისაზღვრა ისე, რომ ის ქართულ მიწებსაც მოიცავდა - სამხრეთ ოსეთი მიჯნებს მიღმა 50 კილომეტრით. ის უნდა გაუქმებულიყო. ამიტომაც მე ძალიან კრიტიკულად ვრეაგირებ იმ შენიშვნაზე, რომ შეერთებულ შტატებს თითქოსდა თავისი მოქმედებით საქართველოში [რუსების] შეჭრის შეჩერება შეეძლო.



წყარო: «Громадское» (უკრაინა)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930