22-04-2023
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილელობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
16-11-2024
16-11-2024