24-04-2023
აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და ფორმულამ დამბლოკა! (ცხადია ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი) - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ტვ „ფორმულაში“ მისი სტუმრობის ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში არა მანდატების, არამედ ნდობის კრიზისი დგას და რაც მოხდა, იმან კრიზისი მხოლოდ გააღრმავა, ეს კი იმ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებსაც გამოცდილება და ნებისყოფა არ ეყოთ.
მისი თქმით, არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს.
„აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და ფორმულამ დამბლოკა! (ცხადია ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი). ამიტომ არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობს. ხელისუფლებაშიც ასე მოიქცევიან. მგონი ფართოვდება ამ საკითხზე კონსენსუსი“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024