გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10-08-2018

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge უცვლელად გთავაზობთ.


„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031