გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

25-04-2023

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს.


„კურსის პრაქტიკული ნაწილი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა.


პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031