გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბლუმბერგი": საქართველო ინვესტიციებისთვის მოწინავე ადგილია

25-04-2023

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი" საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით - "როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები" აქვეყნებს.


როგორც „ბლუმბერგი" წერს, ინვესტორებს საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვთ.


„საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი. ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით", - წერს „ბლუმბერგი".


როგორც სტატიაში აღინიშნება, ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.


„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრიდ", - წერს „ბლუმბერგი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031