25-04-2023
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტმა განვითარების პარტნიორებთან ერთად, წარადგინა ახალი პროექტი შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი Ernst and Young-ის თურქეთისა და საქართველოს ოფისებთან ერთად.
პროექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების პროექტის ხელმძღვანელი პატრიკ უმა ტეტე.
ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიული ჭკუასელმა, Ernst & Young-ის პარტნიორმა, სერჰათ აქმესემ, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ნათია გულუამ და სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ-მ, დავით გამყრელიძემ.
შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის განკუთვნილი ახალი პროექტი 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას:
პროექტის ფარგლებში ტრენინგები განხორციელდება, როგორც ცენტრალური უწყებების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების შიდა აუდიტორებისთვის.
16-11-2024
16-11-2024