გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

27-04-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.


ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების მიზნით.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოპოვებისთვის. ერთობლივ დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სწორედ ABET აკრედიტებული და მაძიებელი პროგრამების სტუდენტები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031