გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი IRI-ს კვლევაზე: რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს საზოგადოების დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად შეიფუთება და ეს ყოველ ჯერზე დასტურდება არჩევნებზე

28-04-2023

საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, როდესაც აქვეყნებ კვლევას, რომელიც ჩაატარა მიკერძოებულმა კომპანიამ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მისი თქმით, რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება და საზოგადოების დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად შეიფუთება.


„IRI-ის შეკითხვებიც იმ ფორმით არის დასმული, რომ იქ იკვეთება უკვე შეკითხვის ავტორის სუბიექტური ინტერესი, რა პასუხს ელისრესპონდენტებისგან. ჩვენ რაც უნდა დიდი ინტერესი გვქონდეს, რომ ვენდოთ კვლევას, შეკითხვები იმ ფორმით არის შედგენილი, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობას შეკითხვებითვე ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, საზოგადოება აკვირდება რა ვითარებაშია „ნაციონალური მოძრაობა“, ამას აღარ სჭირდება შეფასება. საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღეები დათვლილია, მათი პოლიტიკური ასპარეზი რამდენად შეზღუდულია და ამ პირობებში ასეთი რეიტინგის დაწერა მეტყველებს, რომ აქ ერთადერთი ინტერესია, სუბიექტურობა და მიკერძოებულობა. რაც უნდა კვლევები ჩატარდეს საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება და საზოგადოების დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად შეიფუთება. ეს ყოველ ჯერზე დასტურდება არჩევნებზე. ასე რომ, არის შუალედური არჩევნები და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის რა პოლიტიკური წონა აქვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930