გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს

28-04-2023

პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიების შექმნაზე განაცხადა.


„ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, რომლებმაც, როდესაც დაინიცირებული იყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის აქციების დროს გადამეტებული ძალადობის ფაქტების გამოძიება საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებმა მხარი არ დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამიტომ არავითარი ლოგიკა, არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რომ რამე გამოიძიონ - არ არსებობს. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიზება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.


აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031