გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

28-04-2023

„ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლონეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ ისაუბრა, როგორც იმის სიგნალზე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

 

ეკა სეფაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის.

„მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის გააქტიურება საქართველოში ძალიან კარგი სიგნალია იმის სადემონსტრაციოდ, რომ დიახაც, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

 

ჩვენ ვართ ქვეყანა რეგიონში, რომელიც სამშვიდობო პლატფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, ეს არის ქვეყანა, რომელიც მშვიდობას და სტაბილურობას უდიდეს ყურადღებას აქცევს და რა თქმა უნდა, ეს არის ქმედითი, დამდასტურებელი სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირს, ევროპის წამყვან ქვეყნებს აინტერესებთ საქართველო, აინტერესებთ იმდენად, რომ არ ეზარებათ ჩამოვიდნენ ქვეყანაში და საკუთარი თვალით გაეცნონ იმ რეფორმებს, იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ზოგადად, განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031