გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები

29-04-2023

„ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო არავის მიცემს საშუალებას, რომ მათ საბაბად ჩვენს მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიდა მტრები და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, იმიტომ, რომ ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები.

 

„პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რომელიც აქამდე თეორიულადაც კი შესაძლებელი იყო შესრულებულიყო, შესრულებულია, ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით და იქ არ ვაპირებთ ვინმეს საბაბი მივცეთ საიმისოდ, რომ არშესრულებაზე ვალაპარაკოთ, ან სპეკულაციისთვის სივრცე დავტოვოთ.

 

თუ დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი, ეს სამწუხაროდ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ეს ფორმალური იყოს უკვე იმიტომ, რომ ამის მოლოდინი მეორე მხრიდან არ გვაქვს. მათი ინტერესია, არ შესრულდეს და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, მაგრამ მაინც მოვუწოდებთ, ჩაერთონ დეპოლარიზაციის პროცესში, რამდენადაც მიღებული დავალებები ამის საშუალებას აძლევთ, მაგრამ შეიძლება არ აძლევთ, რჩება რამდენიმე რეკომენდაცია და მათი ნაწილი, მაგალითად იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა, ჩვენ ამას მცდელობას არ დავაკლებთ. ყველა რეკომენდაცია, რომელიც დამოკიდებული იყო „ქართულ ოცნებაზე“ ზედმიწევნით სრულდება.

 

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო არავის მიცემს საშუალებას, რომ მათ საბაბად ჩვენს მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები დადონ, გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი.

 

რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოს შიგნით, ქვეყნის შიდა მტრები და ქვეყნის გარეთაც მიდის სერიოზული მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, იმიტომ, რომ ამაზეა აწყობილი მათი მთელი გეგმები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930