გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

1-05-2023

2023 წლის 1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, იგი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, შიქსინ ჩენთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, რეიჩელ ტომსონთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, დავიდ კავანოსთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, ჩოო კიუნგ ჰოსთან. ქართულ დელეგაციაში, ასევე, არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ფინანსთა მინისტრი დაესწრება ADB-ის მმართველთა საბჭოსა და ბიზნეს-სესიას. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიაზე.


აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.


ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღიდან, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ საქართველოს სტენდთან, დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ საინფორმაციო და ვიდეო მასალას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930