გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს

2-05-2023

  • სამოგზაურო დაზღვევის პორტფელი 96%-ით გაიზარდა.
  • „ჯიპიაის“ სადაზღვევო ბაზრის 33,16 % უჭირავს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე მეორე წელია სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ 229,457 პოლისი გაყიდა , მოზიდულმა პრემიამ კი 3,667,005 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, სამოგზაურო დაზღვევის პორტფელი 96%-ით გაიზარდა.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“კორპორაციული არხების განყოფილების უფროსი , ირინა ნაცვლიშვილი: „ჩვენი კომპანიის წარმატებას მყარი საფუძველი აქვს - ამ ბაზარზე უკვე 20 წელია ვოპერირებთ და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩვენი საერთაშორისო ასისტანს პარტნიორების საშუალებით ვუწევთ გადაუდებელ სამედიცინო მომსაურებას მოგზაურებს საქართველოდან.


სამოგზაურო დაზღვევის პოლისიც სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. უნდა აღვნიშნო ზედა ასაკობრივი ზღვარი, რაც ჩვენთან 84 წელია, ხოლო ბავშვების დაზღვევა 0 წლიდანაც შეიძლება, რაც შეზღუდულია სხვა კომპანიების შემთხვევაში. დღეების დამატება-გაგრძელება ონლაინ, საზღვრებს მიღმა ყოფნის დროსაც კი შეუძლიათ. ხელმისაწვდომია პოლისის ღირებულებაც.


აღსანიშნავია,რომ „ჯიპიაის“ საქართველოში ყველაზე დიდი საპარტნიორო ქსელი აქვს. ვმუშაობთ თითქმის ყველა ტურისტულ ოპერატორთან. ვართ მათი ექსკლუზიური პარტნიორი. 2022 წელი გამოირჩეოდა იმითაც,რომ პანდემიის დასრულებამ და საზღვრების სრულად გახსნამ მოქალაქეებს მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა. სამოგზაურო დაზღვევაზე მოთხოვნა გასულ წელს იმიგრაციის პარალელურადაც გაიზარდა. „ჯიპიაიმ“ ჩვენს ქვეყანაში ტრანზიტისთვის შემოსულ ადამიანებს ოპერატიული მომსახურება გაუწია“.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანია იყო,რომელმაც მომხმარებელს უნიკალური სერვისი შესთავაზა - დაზღვეულს პოლისების ელექტრონულად შეძენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2016 წლიდან მისცა. დაზღვევის ამოქმედება 1 წუთში, აპლიკაციით - MyGPI ან ვებგვერდით - mygpi.ge არის შესაძლებელი.


„ჯიპიაის“ სამოგზაურო დაზღვევა გამორჩეულია ფასითაც - მომხმარებელს პოლისის შეძენა დღეში მხოლოდ 0,5 ლარიდან შეუძლია. უცხოეთში ყოფნისას კი დაზღვეულს მრავალფეროვანი მომსახურება აქვს - მათთვის ხელმისაწვდომია ამბულატორიული სერვისები, საჭიროების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია-რეანიმაციაც, რომლის ხარჯებსაც სადაზღვევო კომპანია დაფარავს.


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს,სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით, ბაზრის მოზიდულმა პრემიამ 10,925,704 მლნ ლარი შეადგინა.“ჯიპიაი ჰოლდინგს“ კი ბაზრის 33,16 % უჭირავს.


ჯიპიაი ჰოლდინგი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით.


ჯიპიაი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.


ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930