გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგს მართავენ

2-05-2023

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების კომპეტენციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჰოლივუდიდან მოწვეული ტრენერები თბილისში 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგსა და მასტერკლასს მართავენ.


ტრენინგებს ლოკაციის სკაუტი და მენეჯერი ბექი ბრეიქი და პროდიუსერი ჯანეტ მილო გამართავენ, რომელსაც პროდიუსინგში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

„აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილის ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, აღნიშნული ტრენინგის ჩატარება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში დაინერგა და მათ საჭიროებებზეა მორგებული.


„ჰოლივუდის გამოცდილი წარმომადგენლების ტრენინგი „გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში იმართება. ორივე ტრენერი კინოინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი პროფესიონალია და ჰოლივუდის წამყვან, მსხვილ სტუდიებთან მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს ქართველი კინომწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პროექტი მოვიზიდოთ და განვახორციელოთ საქართველოში", - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.


5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ ფილმისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მეთოდებს, არამედ საინტერესო ლოკაციების შერჩევის მნიშვნელობასა და ხერხებს.


საქართველოში ჰოლივუდელი ტრენერების მასტერკლასების პარტნიორია თბილისი მერია, მხარდამჭერი სასტუმრო „რუმს ჰოტელი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930