გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გურჯაანის აღმოჩენა შესაძლოა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს

12-08-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის პერიოდის პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო, შესაძლოა, ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს. ამის შესახებ Knews-ი წერს.


სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენას კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის განმარტებით, დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზე გავრცელებულ სადგომ-სახელოსნოში ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია. თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი.


მისივე თქმით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.


,,ზიარში აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის, ქვედა პალეოლითის ხანის სადგომი-სახელოსნო, რომლის ასაკიც დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით განისაზღვრება. შესაძლებელია, არტეფაქტების ასაკი უფრო ძველიც იყოს. ექსპედიციის წევრები ეტაპობრივად მიწის ქვედა ქანებში ჩადიან და მათი აზრით, ზიარის აღმოჩენა შეიძლება გაუტოლდეს ბოლნისის აღმოჩენებს. აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანა, რადგან მისი დახმარებით ირკვევა, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ ამ ტერიტორიაზე უცხოვრია პირველყოფილ ადამიანს, რომელიც ადგილობრივი ქანის ქვისგან ამზადებდა სხვადასხვა დანიშნულების იარაღს. აქ ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა ბასრი იარაღიც, რომლის დახმარებითაც, მაშინდელი ადამიანი ამზადებდა ხორცს, ძვალს, მოიპოვებდა საკვებს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ შესაძლოა ყოფილიყო ოკეანის საფარი, რადგან ქვის ქანებში აღმოჩენილია ნიჟარები, მოლუსკები, თევზები და ამის შესწავლაც პარალელურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც არიან ჩართულები’’,- ამბობს თამაზ მარკოზაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ღია ტიპის მუზეუმის მოწყობა, რის შემდეგაც ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური ძეგლი მოხვდება ტურისტულ მარშრუტში და შესაძლებელი იქნება ტურების მოწყობა.


ზიარ-ფხოველში არქეოლოგიური გათხრები უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930