2-05-2023
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ზურაბ და იური ვაზაგაშვილებისთვის პატივის მისაგებად შეკრებას აანონსებს.
როგორც კაკაბაძე წერს, დღეს, 19:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან - კორტებთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლ მამა-შვილს გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„დღეს 7 საათზე, ვიკრიბებით კორტებთან. ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად და პატივის მისაგებად. ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024