გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: დაგეგმილი უბედურების თავიდან ასაცილებლად ქართული, ეროვნული კანონპროექტის გამოწვევის მიუხედავად (მეტი რაღა გაგვეკეთებინა) ამ თემას კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს

3-05-2023

როგორც კი მის ბოროტების "მატრიცაში" მორიგი ხარვეზი იჩენს თავს, “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული - და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას. ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე”, - ასე გამოეხმაურა კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, კელი დეგნანი განრისხებულია ოპოზიციის უნიათობით და ქართული საზოგადოების განწყობებით.

 

„საპარლამენტო ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, კელი დეგნანი განრისხებული რომ დარჩებოდა საკუთარი შეგირდების უნიათობით, ადვილად პროგნოზირებადი იყო. ოღონდ, რეალურად რამ მიიყვანა ის გაღიზიანების უკიდურეს სტადიამდე, ამაზე ამ პოსტის ბოლო წინადადებაში დავწერ. ველოდებოდით, რომ მისი ამ რისხვის კალაპოტი კვლავ ცილისწამებით, გესლით, ბოროტებით და უნამუსობით გაივსებოდა და რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც, ჩვენს წინააღმდეგ.

ამაში ქართულ საზოგადოებასთან მისი მხრიდან "წესების გარეშე" ბრძოლის პრაქტიკამ უკვე არაერთგზის დაგვარწმუნა. სიტყვებიც აღარ გყოფნის, ეს დამანგრეველი ნიაღვარი რომ გააჩერო, ალბათ რაღაც საქმეზე გადასვლის შანსი გვქონდა, რომელიც ამჟამად სამუდამოდ დაკარგულია. 2022 წლის ივლისის თვის პატარა (6,5 მილიონი მოსახლეობა) ნიკარაგუას დემარში გამახსენდა: სენატში მიმდინარეობდა ამ ქვეყანაში ამერიკის ელჩობის ახალი კანდიდატის, უგო როდრიგესის მოსმენები.

 

შეუნიღბავად, უგო როდრიგესმა პირდაპირ განაცხადა ნიკარაგუაში თავის ანტისახელისუფლებო მისწრაფებების თაობაზე და ამ "საპატიო" მისიის შესასრულებლად, დაასახელა აშშ-ს ძირითადი საყრდენი ქვეყანაში: USAID, NED და Freedom House. ამ აღიარებითი ჩვენებების ფონზე, ნიკარაგუამ მას "აგრემანი" არ გადასცა და ქვეყანაში არ შეუშვა. საინტერესო იქნებოდა ჩვენი რეაქცია, კელი დეგნანს საქართველოში ჩამოსვლამდე რომ ელაპარაკა ღიად და ხმამაღლა, თუ რას გვიპირებდა სინამდვილეში. ელაპარაკა ის, რაც მორიგ ჯერზე განაცხადა გუშინ: "რა კარგია, რომ ქართველმა ხალხმა ამ "რუსეთუმეებს" ეს "რუსული კანონი" არ მიაღებინა".

 

და ამის შემდეგ ჩართო თავისი მაპროვოცირებელი, "ლუციფერისეულ" სიცრუეზე აგებული ლექსიკა: "ისევე, როგორც რუსეთში, აქაც მოხდებოდა ყველა იმ "კეთილშობილი" ორგანიზაციის განდევნა, რომლებიც დილიდან საღამომდე მხოლოდ ქართველ ფერმერებზე, სტუდენტებზე, უმცირესობების უფლებებზე, ხელმოკლე ოჯახებზე, შშმ პირებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნავენ". საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მწვავე ფაზაში გადასაყვანად, ყველა საერთაშორისო რესურსი რომ ჩართო მარტის თვეში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაწყებული, აშშ-ს კონტროლირებადი ვასალებით (ევროკავშირის ელჩები) დამთავრებული - და მაინც ვერ გამოუვიდა, მის მიერ გაჩაღებულ და ჩვენს მიერ ჩამქრალ ცეცხლს, კვლავ ცდილობს ნავთი გადაასხას.

 

ვერც ამ ჯერზე გამოუვა რამე. დააკვირდით ერთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული, ეროვნული კანონპროექტი დაგეგმილი უბედურების თავიდან აცილების მიზნით, გამოვიწვიეთ და მეტი რაღა გაგვეკეთებინა - ამ თემას კელი დეგნანი მომენტალურად უბრუნდება და ხელს აჭერს ღილაკ ALARM-ს, როგორც კი მის ბოროტების "მატრიცაში" მორიგი ხარვეზი იჩენს თავს, როგორც კი მორიგ საფრთხეს ან მარცხის აჩრდილს აწყდება.

 

საკუთარი ლაქია-ფროილინებით, დაგეშილი ზომბების მეშვეობით და რა თქმა უნდა, პირადად, გადმოდის მორიგ უსუსურ შეტევაში, მაგრამ ბოროტების რეგენერაციის ეს პროცესი საქართველოში უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება. 30 აპრილის საზოგადოებრივმა შეკრებამ ამას მკაფიო პასუხი გასცა. როგორც ჩანს, ამან მოიყვანა კელი დეგნანი ამ განრისხებულ მდგომარეობამდე, თუმცა ამ რისხვის მიუხედავად, ჩვენი ქარავანი აგრძელებს სწორი მიმართულებით მოძრაობას...“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930