12-08-2018
აშშ-ში, კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიოტექნოლოგიების კორპორაცია „მონსანტოს“ სიმსივნით დაავადებული ფერმერისთვის კომპენსაციის სახით 290 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
როგორც ირკვევა, „მონსანტოს“ მიერ წარმოებული ერთ-ერთი ჰერბიციდი საშიშ ნივთიერება გლიფოსატს შეიცავდა, თუმცა პაკეტზე გამაფრთხილებელი ინფორმაცია არ ყოფილა.
ამერიკელი ფერმერი აღნიშნულ ნივთიერებას წლების განმავლობაში იყენებდა საკუთარ ფერმაში, რამაც მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ამ შემთხვევაში ავთვისებიანი ლიმფომის გამომწვევი მიზეზი სწორედ გლიფოსატია.
კორპორაცია „მონსანტო“ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ გლიფოსატის მცირედი შემცველობა სიმსივნეს ვერ გამოიწვევდა. ამის მიუხედავად, კომპანია მზად არის, ფერმერს კომპენსაციის სახით 290 მილიონი დოლარი გადაუხადოს.