3-05-2023
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.
მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 1.8-ჯერ მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს.
„NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით: ,,ქართული ოცნებას" 4-ჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას" და 3.33-ჯერ მეტი ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად, ანუ ,,ქართული ოცნებას" 1.8-ჯერ მეტი ამორჩეველი ყავს ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024