3-05-2023
BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-ს და Adobe InDesign-ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:
აშშ-ში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი - 8000 აშშ დოლარი, II ადგილი - 4000 აშშ დოლარი, III ადგილი - 2000 აშშ დოლარი.
დამატებითი დეტალები იხილეთ www.creathon.ge
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer.
პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
16-11-2024
16-11-2024