გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით UNWTO-ის კონსულტანტი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგს მართავს

4-05-2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის 100 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი“ იმართება. ტრენინგსგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონსულტანტი მონსერატ პენაროა ატარებს. 


„ეს კურსი ტურისტულ კომპანიებს, სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ეხმარება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით უნარები გაიუმჯობესონ. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ მომხმარებლები ვებგვერდების საშუალებით, შემდეგ როგორ ვაქციოთ ისინი ჩვენს კლიენტებად და როგორ უნდა გახდნენ ისინი ჩვენი ერთგული მომხმარებლები.  ვფიქრობ ეს ტრენინგები და  შემუშავებული სტრატეგიები დაეხმარება მათ დაგეგმონ ციფრული მარკეტინგული კამპანიები“,-აცხადებს მონსერატ პენაროა. 


სამდღიანი კურსის მანძილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამატებითი ციფრული არხების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას,  სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესებას, ბრენდის პოპულარიზაციას და მომხმარებლებთან ციფრული ტექნოლოგიებით კავშირებს ეცნობიან.   ტრენინგი სრულიად უსასყიდლოდ იმართება.


„ეს ტრენინგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულია. ადმინისტრაციამ მოგვიწვია კერძო სექტორის წარმომადგენლები. ძალიან ინფორმატიული და საინტერესო კურსია.  ზოგადად ასეთი კურსები ძალიან ეხმარება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას სწორ და სწრაფ განვითარებაში“,-განაცხადა Ka Hotels-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღრაძემ.


“ციფრული მარკეტინგის სფერო ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება პანდემიის შემდეგ. თუ თითოეულ ადამიანს გვიწევს ჩვენ თავად მოვიძიოთ განვითარების საშუალება, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ტრენინგი ძალიან გვეხმარება ყველაფერი ერთად იყოს თავმოყრილი და ერთი ქოლგის ქვეშ მივიღოთ ჩვენთვის ხელსაყრელი ინფორმაცია, რომ ძალიან მალე  როგორ დავინახოთ ჩვენი თავი ციფრულ სამყაროში თანამედროვე ხედვებით“,-კომპანია რადარის დამფუძნებელი ამბობს მაია მახათაძე.


სასწავლო კურსი შემდეგ თემებს მოიცავს: SOSTAC მეთოდოლოგიის როლი ციფრულ მარკეტინგში, ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციები, ახალი ტურისტული ბაზრის სეგმენტები ციფრულ ინდუსტრიაში, კონკურენტის ანალიზის შექმნა და ორგანიზაციის ბენჩმარკინგი, სვოტ ანალიზი, Google Analytics 4-ის მართვა,  ორგანიზაციისთვის KPI-ის განსაზღვრა(მარკეტინგის შესრულების ძირითადი ინდიკატორები) და ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930